Search

გიგი თევზაძე. რატომ აღარ არის საჭირო ერთიანი ეროვნული მისაღები გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები, 2005 წელს, საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული კორუფციული პრაქტიკის წინაამღდეგ დაინერგა და წარმატებით იმუშავა კიდეც. ვინც არ იცის, ან არ შეიძლება არ ახსოვდეს: 2005 წლამდე საქართველოს უნივერსიტეტებში ბევრად უფრო მცირე რაოდენობის მისაღები ადგილები იყო, ვიდრე დღეს. ანუ, როგორი ვითარებაც დღესაა, „ოღონდ ჩააბარე გამოცდები, და სადმე მოხვდები“, არ იყო. კარგადაც რომ ჩაგებარებინა მისაღები გამოცდები, რომელსაც მაშინ ყოველი უნივერსიტეტი თვითონ ა